„ეს პატარა უფლისწული დანია, ეს ორი არაჩვეულებრივი ექიმი კი ნამდვილი ზღაპრის გმირი გოგა და თენგიზ ბახტაძეები Goga Bakhtadze Tengiz Bakhtadze , რომლებმაც, პატარას მეორე სიცოცხლე აჩუქეს!
თვეების განმავლობაში ბავშვის მშობლებს სხვადასხვა კლინიკებში არწმუნებდნენ, რომ პატარას სასიკვდილო დიაგნოზი ჰქონდა და ქიმიოთერაპია უნდა დაეწყოთ, ორჯერ ის საოპერაციო მაგიდაზეც აღმოჩნდა:( , მხოლოდ თვეების შემდეგ მოხვდა ის სწორ ადგილას და იმ საოცარ ექიმებთან, ვინც დანი არასწორად გამოტანილი დიაგნოზის გამო, სიკვდილს გამოსტაცეს ხელიდან .
სწორედ ამ პროფესიონალებმა ბავშვს უიშვიათესი პათოლოგია აღმოუჩინეს, სწორმა დიაგნოზმა და ჩატარებულმა ოპერაციამ დღეს ეს პატარა უფლისწული ასეთი ბედნიერი გახადა Geo Hospitals • ჯეო ჰოსპიტალსი“, – ამ სასიხარულო ისტორიას „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნათია ბანძელაძე გვიზიარებს.