დანია სამხედრო სამსახურში ქალების გაწვევას იწყებს.
BBC-ის ინფორმაციით, დანიას ასევე სურს გაზარდოს თავდაცვის ბიუჯეტი დაახლოებით 6 მილიარდი დოლარით მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ნატოს მიზნების მისაღწევად.
“ჩვენ არ ვიარაღდებით იმიტომ, რომ ომი გვინდა. ჩვენ ხელახლა ვიარაღდებით იმიტომ, რომ თავიდან ავიცილოთ ის”, – თქვა პრემიერმა მეტე ფრედერიკსენმა.