“ვლადიმირ პუტინი ნამდვილად უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“ ძალისხმევაში, საქართველო ევროპულ მომავალს ჩამოაშოროს, რადგან პუტინს სძულს საქართველოს ევროპული მომავლის იდეა. მას საქართველოზე რუსეთის ბატონობა სურს” – ამის შესახებ ყოფილი ამერიკელი დიპლომატი, “ატლანტიკური საბჭოს” მკვლევარი დენიელ ფრიდი “ამერიკის ხმასთან” საუბარში აცხადებს.
“აშკარაა, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას არანაირი ინტერესი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანდეს, რადგან ისინი არ არიან დაინტერესებული დემოკრატიული რეფორმებით, რომელიც საჭიროა საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. როგორც ჩანს “ქართულ ოცნებას” ქვეყანა ავტორიტარული მიმართულებით მიჰყავს, ევროპის ძირითადი პოლიტიკური კულტურისა და სტრატეგიული ორიენტაციისგან შორს, ამის დასანახად არ გჭირდებათ, რომ ეს ამერიკელმა გითხრათ, სავსებით გასაგებია რის გაკეთებას აპირებენ ისინი. ქართული საზოგადოება პოლიტიკური თვალსაზრისით დაყოფილია, როდესაც საქმე პარტიებს ეხება, მაგრამ როგორც ჩანს ქართულ საზოგადოებას სურს ევროპული მომავალი და გასაკვირი სულაც არ არის იმ მასშტაბური დემონსტრაციების ხილვა რასაც თბილისში ვხედავთ,”_ განაცხადა დენიელ ფრიდმა.