1917 წელს პაბლო პიკასომ რუსი კომპოზიტორის იგორ სტრავინსკის პორტრეტი დახატა.
პიკასო მაშინ “დადაიზმით” იყო გატაცებული და პორტრეტიც საკმაოდ არარეალისტური გამოუვიდა.
იტალია-შვეიცარიის საზღვარზე მებაჟეებმა ნახატი “დააპატიმრეს,” ვინაიდან ჩათვალეს, რომ ეს არა ცნობილი მხატვრის მიერ შესრულებული პორტრეტი, არამედ რომელიღაც საიდუმლო ობიექტის დაშიფრული გეგმა იყო.
მოგვიანებით სტრავინსკიმ მხოლოდ დიპლომატიური ფოსტით შეძლო ნახატის საზღვარზე გადატანა.