BBC-ის ინფორმაციით, შვეიცარიაში, სამთო-სათხილამურო კურორტ კრან-მონტანაში, ახალი წლის დღეებში, ბარ Le Constellation-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 40 ადამიანი, მათ შორის, რამდენიმე არასრულწლოვანი დაიღუპა, ტრავმები და დამწვრობა მიიღო 116-მა.
ხანძარი დაიწყო ბარის სარდაფში, სადაც ჭერზე გაკრულ ხმის საიზოლაციო ფენას ცეცხლი გაუჩნდა _ ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ამ ფენასთან ახლოს მიიტანეს შამპანურის ბოთლებზე მიმაგრებული ბენგალური ცეცხლი.
შვეიცარული პრესა იტყობინება, რომ დაკავებულები არიან ბარის მეპატრონე, საფრანგეთის მოქალაქე ჟაკ მორეტი და მისი მეუღლე, ბარის თანამეპატრონე ჯესიკა.
აღსანიშნავია, რომ ბარ Le Constellation-ში ბოლო ანტისახანძრო ინსპექცია 5 წელია, არ ჩატარებულა.































































