გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ლევან ჟორჟოლიანთან შეხვედრის დეტალების შესახებ X-ზე ავრცელებს ინფორმაციას.
“ბატონ ჟორჟოლიანს, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ჩემი თხოვნით შევხვდი, რომ მეთხოვა გერმანიის მთავრობის ხარჯები გათავისუფლებული ყოფილიყო საქართველოს გრანტების კანონისგან, რადგან ისინი უკვე გათვალისწინებულია გერმანია-საქართველოს შორის მანამდე დადებულ ხელშეკრულებებში. ლეგიტიმური სამართლებრივი კითხვა. პასუხი: არა. გერმანია სამომავლო დაფინანსების ფოკუსს მცირე ადმინისტრაციული დანახარჯის მქონე მეგობრებზე მიმართავს”, – დაწერა 26 სექტემბერს პეტერ ფიშერმა.

































































