„დაფნის გაშენებაზე მზარდი მოთხოვნაა”,_ ამის შესახებ განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ იმერეთში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელი ბზვანში განაცხადა, სადაც კომპანიის „ქართული დაფნა“ გადამმუშავებელ საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნო.
„დაფნის გაშენებაზე მზარდია მოთხოვნა, რადგან გაზრდილია მოთხოვნა ექსპორტის მიმართულებით. მიმდინარე წელს, 5 თვის განმავლობაში, უკვე განხორციელებულია 20 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი, რაც რეკორდული მაჩვენებელია; ექსპორტის დიდი წილი ჩინეთის ბაზარზე მოდის. მთლიანობაში, წელს ველოდებით კარგ მოსავალს, ფაქტობრივად, ყველა ძირითად კულტურაში, რასაც ვაწარმოებთ. ვფიქრობ, წარმატებული წელი გვექნება; რა თქმა უნდა, ჩვენ ფერმერების გვერდით ვართ“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.