“ხშირად მეკითხებიან ამ მანიპულაციების შედეგად, იგულისხმება საარჩევნო დღის და ღამის განმავლობაში , რა მაშტაბის ეფექტი დადგა არჩევნების საბოლოო შედეგების თვალსაზრისით. ზუსტი კალკულაციის გაკეთება არა, მაგრამ მაშტაბზე დასაბუთებული ვარაუდის გამოთქმა შესაძლებელია; ჩვენი ანალიზით ეს ეფექტი სადღაც 10 პროცენტის ფარგლებშია- ანუ ივანიშვილის პარტიას სადღაც 40 პროცენტის ფარგლებში შედეგის დაფიქსირება მოუწევდა, რომ არა ზემოთხსენებული მანიპულაციები. ერთხელაც ვიმეორებ, რომ ეს ყველაფერი უაღრესად პრობლემური წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ სადაც ძალადობა, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსი მაქსიმალური დოზით, პოლიტიკური დევნა და ოპოზიციის დემონიზება იყო გამოყენებული.
ამ ყველაფრის მიუხედავად, 40 პროცენტიც ძალიან ბევრია, ივანიშვილის კატასტროფული მმართველობის ფონზე. ოპოზიციას მთლიანად და ჩემს გუნდს, ევროპულ საქართველოს დაფიქრება და ანალიზი გვჭირდება.
მაგრამ ახლა, მშვიდობიანი და მტკიცე პროტესტის დროა”,_ აღნიშნულ ტექსტს Facebook-ში აქვეყნებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია.