ჩოხატაურში, გუშინ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით 4 ადამიანია დაკავებული,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თუმცა უწყება დაკავებულების ვინაობას არ ამხელს. ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არც სამინიტროს გვერდზე არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლით აწარმოებს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, როგორც თვითონ ამბობენ, „ქართული ოცნების“ წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
როგორც პარტიაში განმარტავენ, დაპირისპირება იმ დროს დაიწყო, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ მოსახლეობას საინფორმაციო ბროშურებს ურიგებდა და ნოდარ დუმბაძის სკვერის გასხვისებას აპროტესტებდა.
“ქართული ოცნება” უარყოფს მომხდართან კავშირს.
უმრავლესობის ადგილობრივი წევრები აცხადებენ, რომ მომხართან კავშირი არ აქვთ და ყველაფერი “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ მოწყობილი პროვოკაციის შედეგად მოხდა.