დაღუპულები და დაშავებულები – საფერხბურთო მატჩი ინდონეზიაში, სტადიონზე მსხვერპლით დასრულდა.
როგორც BBC იუწყება, ჭყლეტის შედეგად სტადიონზე სულ მცირე 129 ადამიანი დაიღუპა, 180-ზე მეტი კი დაშავდა.
არეულობა კი სტადიონზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ARMENA FC დამარცხდა Persebaya Surabaya-სთან. ვიდეოებში ჩანს, რომ გულშემატკივრები ფინალური სასტვენის შემდეგ მოედანზე გადიან. პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რამაც ჭყლეტა გამოიწვია.
გარდა ამისა, ქვეყნის უშიშროების მინისტრმა განაცხადა, რომ მაყურებელთა რაოდენობამ სტადიონის ტევადობას დაახლოებით 4000 ადამიანით გადააჭარბა. უშიშროების მინისტრმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა, რომ კანჯურუჰანის სტადიონზე, რომლის ტევადობა 38 000 ადამიანია, მატჩისთვის 42,000 ბილეთი გაიყიდა.
პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ ბრძანება გასცა, რომ ინდონეზიის უმაღლეს ლიგაში ყველა მატჩი უნდა შეწყდეს გამოძიების დასრულებამდე.
ფიფა, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო, აცხადებს, რომ არ უნდა ატარონ ან გამოიყენონ სტიუარდებმა ან პოლიციამ მატჩების დროს „ბრბოს კონტროლის გაზი“.