რუსთავში, სასტუმროს მიმდებარედ ფიზიკური დაპირისპირება დაჭრით დასრულდა.
ორ 40 წლამდე მამაკაცს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მეორე დაჭრა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა.
როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, 40 წლის კაცი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის და მისი ჯანმრთელობა სტაბილურია.
სამართალდამცავებმა ბრალდებული უკვე დააკავეს.
წყარო: ინფო რუსთავი