4 ივნისს, დილით, ოზურგეთის აგრარულ ბაზარში, ერთ-ერთი საამქროს მუშა, მოქალაქეზე დანით გაიწია.
„გვიშველეთ, ერთმა მეორეზე დანით გაიწია, არიქა, სად ხართ კაცები…“ –კიოდნენ ქალები. ამასობაში კაცებიც მოვარდნენ, ერთ-ერთი ქალბატონი კი, შუაშიც კი ცადგა.
დაზარალებულ მოქალაქეს ხელში ეჭირა გაწყვეტილი ყელსაბამი ჯაჭვი, რომელიც სავარაულოდ , მუშამ ჩამოგლიჯა. ეს უკანასკნელი კი, გამშველებლების შუაში ჩადგომის შემდეგ, მიბრუნდა და შენობებს მიეფარა.
„არ ვიცით, რა მოხდა, რაღაცაზე თუ იჩხუბეს. ეს კაცი ნერვიულია ცოტა, ჩვენ არაფერს გვიშავებს, კი მუშაობს „ცეხში“ თავისთვის. შეწიძლება, მისი ვალი ჰქონდათ… გული კი გაგვიხეთქეს ამ დილას, – ერთმანეთს ასულიერებდნენ მოვაჭრე ქალბატონები.
ავტორი