ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა უჩხუბრად დღესაც არ წარიმართა.
სხდომის დაწყებისთანავე ნაციონალმა დავით მჟავანაძემ ხელში მიხეილ სააკაშვილის სურათით, განაცხადა რომ ტოვებს სხდომას.
მჟავანაძის ამ ქმედების საპასუხოდ, ქართული ოცნების დეპუტატებმა გირგვლიანის ფოტოები დაიჭირეს ხელში.
ამ წუთებში სხდომაზე ისმის შეძახილები: “მკვლელებო.. მიშას კლავენ”.
“კოლექტიური კობახიძეები ხართ”..
“აბა, ხაბეიშვილები ხომ არ ვიქნებით?” _ ისმის საკრებულოს სხდომაზე ფრაზები.
ავტორი