ამ წუთებში დაპირისპირებაა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქცია #სირცხვილია-ს ორგანიზატორებს ცხვრები ჰყავთ მიყვანილი და აცხადებენ, რომ ისინი არაფრით განსხვავდებიან იმ დეპუტატებისგან, რომლებიც სხდომათა დარბაზში არიან და მზად არიან გახარიას დაუჭირონ მხარი.
აქციის მონაწილეებს „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი, დეპუტატი ემზარ კვიციანი დაუპირისპირდა, რომელსაც პარლამენტიდან გამოსვლის დროს, აქციის მონაწილეებმა რუსეთის მონა დაუძახეს.
სწორედ ამას მოჰყვა კვიციანის გაღიზიანება, რის შემდეგადაც მან აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ამის გამო აქციის მონაწილეებმა კვიციანის დაკავება მოითხოვეს, თუმცა, ის პოლიციამ შემთხვევის ადგილს გაარიდა.