ხმაური და დაპირისპირებაა ზუგდიდის საკრებულოში, სადაც სხდომა ორჯერ გადაიდო. მთავარი საკითხი, რაც დღეს უნდა განეხილათ საკრებულოს თავმჯდომარისა და სხვა თანამდებობის პირების გადაყენება იყო. ინიციატორი “ქართული ოცნებაა”.
პირველ ჯერზე, სხდომა კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო, რადგან “ოცნების” დეპუტატები ადგილზე არ იყვნენ. ამის შემდეგ “ოცნების” დეპუტატები სხდომაზე მხარდამჭერებთან ერთად მივიდნენ, მაგრამ რეგისტრაცია არ გაიარეს.
“ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარემ, ირაკლი გოგოხიამ თქვა, რომ საზოგადოებას და საქართველოს რუსული კანონის მიღებას ულოცავდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. სხდომაზე ზუგდიდის მერი, მამუკა წოწერიაც ესწრებოდა.
საკრებულოს თავმჯდომარე პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენელია, ამ პარტიიდანაა მისი ერთი მოადგილე, კიდევ ორი კი პარტია “ახალიდანაა”.
“დამარცხებული გუნდი, ქართული ოცნება, მოვიდა და დადგა უფასო კონცერტი. ზუგდიდს მინდა მივულოცო, ჰყავს ზონდერი ქალაქის მერი, რომელიც საკრებულოს სხდომაზე კანონს უნდა იცავდეს, უნდა უწყობდეს ხელს, რომ მიმდინარეობდეს კანონის ფარგლებში სხდომა და მოვიდა წოწერია მუქარით, მოიყვანა ზონდერ ჯგუფები, რომლებიც არბევენ ყოველთვის საარჩევნო უბნებს, მოვიდნენ და დაიწყეს ბოდიშს ვიხდი სლენგისთვის “კაჩავი”, – ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი.