სოფელ დაფნარში გზის სავალ ნაწილზე მოძრაობისას BMW-ს მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და სრულიად დაიწვა.
ავტომობილით შუამთაში მცხოვრები ოჯახი სამტრედიის მიმართულებით გადაადგილდებოდა. ავტომობილში მსხდომებმა დროულად გადმოსვლა მოახერხეს, რის შედეგადაც არც ერთ დაზიანება არ მიუღია. ადგილზე იმყოფებოდნენ სახანძრო სამაშველო სამსახურისა და შსს- ს სამტრედიის რაიონული სამმართველოს წარმომადგენლები, ასევე, მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია.
გაჩენილმა ხანძარმა გზაზე საცობი წარმოქმნა. რის შედეგადაც დაფნარი ვანის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ნახევარი საათის განმავლობაში გადაადგილება შეუძლებელი იყო.
ამ წუთებში მოძრაობა აღდგენილია.