შოვში მომხდარი სტიქიიდან 28-ე დღეს დამეწყრილ ხეობაში და მის მიმდებარედ, ორ დაკარგულს ისევ ეძებენ. ძებნა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი პოვნის მცირე შანსიც იარსებებს.
დაკარგულები, როგორც ზაზა მესხის მეგობარი ამბობს, ზაზას ორი შვილია.
“დნმ-ის ანალიზით დადასტურდა, რომ შოვის ტრაგედიის ადგილას ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი, ზაზა მესხია.
დარჩენილია 2 პიროვნება და ეს ჩვენი 2 ბიჭია. ისინი ჯერ კიდევ იძებნებიან – ისინი ცელქები დახტუნავენ სადღაც ტყეში – ტყეში ჩვენს გულებში”, – წერს სოციალურ ქსელში ზაზა მესხის მეგობარი რაფაელ გოგიტიძე.