“დარჩა ბიძინას ლოგო და 70 მლნ ვალი. პატარა ტრიუკი ჩაუტარეს მთავარ ტრიუკაჩს” – ამის შესახებ ევროპული საქართველოს წევრი, ოთარ კახიძე “რუსთავი 2”-დან თანამშრომლების წასვლასთან დაკავშირებით Facebook-ზე წერს.
შეგახსენებთ, რომ “რუსთავის 2”- ს ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა არხი მას შემდეგ დატოვეს, რაც პაატა სალიამ გიორგი გაბუნია, ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე “ინტერესთა კონფლიქტის” მოტივით გაათავისუფლა.