“წახვალ თუ დარჩები, მსგავსი კითხვები მეასეხარისხოვანია ჩემთვის”, _ ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
უმრავლესობის დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, მისი უმრავლესობაში დარჩენა დამოკიდებული იქნება იმაზე, დაუჭერს თუ არა მმართველი გუნდი იმ სიას მხარს, რომელიც მისი და მისი გუნდისთვის მიუღებელია.
“კითხვები წახვალ თუ დარჩები, მსგავსი კითხვები მეასეხარისხოვანია ჩემთვის. ეს არის უმნიშვნელო. ჩემი გადაწყვეტილება ამ უმრავლესობაში დარჩენის დამოკიდებულია იმაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ სიასთან დაკავშირებით. მე არ ვიქნები ამ გუნდში, რომელიც დაუჭერს მხარს იმ მოსამართლეებს, რომლებიც იყვნენ სააკაშვილის დანაშაულების გამტარებლები.
არასოდეს ვიხევ უკან. არ მჩვევია შუა გზაზე გაჩერება. არც ახლა ვაპირებ უკან დახევას. ჩემი პროფესიული საჯარო ეთიკა, მათ შორის ჩემი პროფესიის, ადვოკატის ეთიკაც, არასოდეს მაძლევდა იმის უფლებას, ღიად და საჯაროდ დავპირისპირებოდი იმ ადამიანებს, ვისაც მე ვიცავდი. მათ შორის მე ვიცავდი ბიძინა ივანიშვილს. არ მიმაჩნდა რომ დახურულის აუბრების საჯაროდ გამოტანა არის ის ეთიკა, რომელსაც რომელიმე პოლიტიკოსს რაიმეს შემატებს. არასოდეს მოვრიდებივარ განსხვავებული პოზიციის დაფიქრისრებას შიგნით, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან.
მე არ მიმაჩნია რომ გუნდურობის წესები დაირღვა, როდესაც ავირჩიეთ გედევან ფოფხაძე”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.