ამ წუთებში, ოზურგეთში #4 საჯარო სკოლასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ სკოლის დირექტორის ტარიელ კალანდაძის გათავისუფლებას.
როგორც ცნობილია, განათლების სამინისტროს შესაბამისმა კომისიამ ჩაატარა კონკურსი.
კომისიამ ტარიელ კალანდაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.
აქციის მონაწილეებმა განაცხადეს თავიანთი გამოსვლის დროს, რომ ტარიელ კალანდაძე უნდა დააბრუნონ თავის თანამდებობაზე. ასევე ითქვა, რომ თუ ტარიელ კალანდაძე არ იქნება სკოლის დირექტორი, მაშინ მასწავლებლების და მოსწავლეების ერთი ნაწილი სკოლას დატოვებენ.
ავტორი