გიგი უგულავას არავინ არაფერს ეკითხება და ენას კბილი დააჭიროს, _ ასე უპასუხა ალეკო ელისაშვილმა TV პირველის ეთერში გიგი უგულავას განცხადებას იმის შესახებ, რომ ელისაშვილი „ერთი ფეხით პარლამენტშია“. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის თქმით, „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს დებატებში იწვევს.
„უგულავა და უგულავას ნაირი გადმონაშთი პოლიტიკოსები თავისი ჯიბის, თავისი პარტიის ინტერესს იქით ვერაფერს ხედავენ. ჩვენ ვუყურებთ ამ საქმე სახელმწიფოებრივად“, – განაცხადა ელისაშვილმა.
მან კვლავ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებებზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში მისი პარტია პარლამენტში შევა.
„თუ ამაზე შევთანხმდებით, ჩვენ მაშინ შევალთ პარლამენტში და არც გიგი უგულავასი მომერიდება და არც უმანდატო ბოკერიასი და არც ამ ხელმოცარული პარტიის არც ერთი ლიდერის, ყველა ლიდერი გარეთ რომ დარჩა. თავი ძალიან მაგრები რომ ეგონათ, არიქა და კრამიტებს დაამტვრევდნენ და დარჩნენ პირდაღებულები. იმიტომ არიან გამწარებულები, ყვირიან და ურევენ ყველაფერს. ესიზმრებათ რევოლუცია, მღელვარება და არეულობა“, – განაცხადა „მოქალაქეების“ ლიდერმა.