ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარედ ორგანიზაციის ქუთაისის ფილიალის გამგეობამ დარეჯან სალდაძე მეორე ვადით აირჩია.
დარეჯან სალდაძე საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის პოსტს 2023 წლის თებერვლიდან იკავებს. დარეჯანი 2021 წლიდან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტში მუშაობს მოწვეული სპეციალისტის პოზიციაზე. ის არის ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით და ასევე, სპეციალიზირებულია ბავშვთა უფლებებსა და არასრუწლოვანთა მართმსაჯულებაში. მას ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში.დარეჯან სალდაძე არის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის დოქტორანტი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში. მას მინიჭებული აქვს ბაკალავრის და მაგისტრის აკადემიური ხარისხი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ავტორი