მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 126-ე კმ/ზე, დარიალის ხეობაში გზის სავალი ნაწილიდან თხევადი აირის გადამტანი ცარიელი სატვირთო ავტომობილი გადავარდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„ადგილზე გამოცხადნენ მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სამუშაოების შედეგად, მაშველების მიერ დეფორმირებული კაბინიდან გადმოყვანილი იქნა რუსეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე. მამაკაცს აღენიშნებოდა ქვედა კიდურების დაზიანებები და იმყოფებოდა კონტაქტურ მდგომარეობაში. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ გადაყვანილია საავადმყოფოში და უტარდება შესაბამისი დახმარება“,_ ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფებთან ერთად მუშაობდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.