ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრი 16-17 აგვისტოს, 20 საათსა და 30 წუთზე, თეატრის მოყვარულებს მორიგ პრემიერას სთავაზობს.
„დარისპანის გასაჭირი“-რომლის რეჟისურაც ამჯერად კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელს, ოთარ ქათამაძეს ეკუთვნის.
პრემიერა, პანდემიასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმის ეზოში, ღია ცის ქვეშ, გურული ოდის ფონზე, ცოცხალი მუსიკის თანხლებით გაიმართება.
„რეჟისორი ოთარ ქათამაძე გახლავთ 15-ზე მეტი პიესის ავტორი, დადგმული აქვს 11 სპექტაკლი და განასახიერა 30-ზე მეტი როლი, ახლახანს დაინიშნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე. დავით კლდიაშვილის ,,დარისპანის გასაჭირი“ გახლავთ მისი პირველი სპექტაკლი ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრში“-განმარტავენ ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში.