„მოგესალმებით ძვირფასო გურულებო,
მივესალმები ჩვენს დელეგატს გურიის მხარეში, ვასიკო ჩიგოგიძეს,
ასევე მივესალმები ჩვენს დეპუტატებს, მთავრობის წევრებს, რომლებიც გურიიდან მრავლად არიან წარმოდგენილი მთავრობაში და პარლამენტში და რა თქმა უნდა, თითოეულ თქვენგანს მოგესალმებით ძალიან დიდი პატივისცემით და ძალიან დიდი სიყვარულით
გურულებთან არჩევნებზე და პოლიტიკაზე საუბარი ყოველთვის განსაკუთრებულად საინტერესოა. და ყველამ ვიცით, რომ არავის ისე კარგად არ ესმის პოლიტიკა, როგორც თქვენ, გურულებს და აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულად გვეამაყება, რომ გურიაში „ქართული ოცნება“ ყოველთვის დიდი უპირატესობით და დამაჯერებლად იგებს ხოლმე არჩევნებს! დიდი მადლობა თქვენ მრავალწლიანი ნდობისთვის! სწორედ ამ ნდობამ მოგვცა მშვიდობის შენარჩუნების და ქვეყნის წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობა 12 წლის მანძილზე. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერსაც ერთად გავიმარჯვებთ! _ თქვა ოზურგეთში ქართული ოცნების მხარდამჭერებთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.