“ჩვენ სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეჭვსქვეშ არ ვაყენებთ, იმიტომ, რომ ეს არის ევროპული სასამართლო და პატივს ვცემთ მას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს გადაწყვეტილება, საშუალებას იძლეოდა “რუსთავი 2″-ს გაესაჩივრებინა ეს გადაწყვეტილება ზედა პალატაში”, _ ეს განცხადება “გურია ნიუსთან” თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო გოგუაძემ გააკეთა.
გოგუაძის თქმით სახელმწიფო სხვადასხვა სტანდარტით მოქმედებს.
“საქართველოს სახელმწიფომ დაადგინა ერთ შემთხვევაში ასეთი სტანდარტი, როდესაც აღსრულება არ მოიყვანა მანამ, სანამ დიდმა პალატამ არ მიიღო გადაწვეტილება და ეს საქმე არის ვანო მერაბიშვილის საქმე.
დღეს ნახეთ, რა სისწრაფით იმოქმედა სახელმწიფომ, როგორ ერთ საათში აღასრულა სტრასბურგის გადაწვეტილება, ისე რომ, გასაჩივრების შესაძლებლობაც კი არ დაუტოვა არც მფლობრლებს და არც მენეჯმენტს. მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემ სტრასბურგის გადაწვეტილებას, დარწმუნებული ვარ, ეს არის ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის ბრძოლა სიტყვის დამოუკიდებლობის და მისგან დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ. ამაში მაინც დარწმუნებული ვარ.
გვინახავს წინა ხელისუფლებების დროსაც როგორ ხდებოდა ქონების გადაფორმება ერთი მფლობელიდან მეორეზე და როგორ იცვლებოდა სარედაქციო პოლიტიკა. ამას ველოდები, რა თქმა უნდა, რუსთავი2-თან მიმართებაშიც.
მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, თითქოს, ჟურნალისტებს არ შეეხებიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შეეხებიან, ასევე, დარწმუნებული ვარ, სიტყვის თავისუფლება 21-ე საუკუნეში ვერავინ შეეხება და ეს ქვეყანა აუცილებლად იქნება დემოკრატიული, სადაც სიტყვის თავისუფლება იქნება შეუზღუდავი, _ განაცხადა “გურია ნიუსთან” ნინო გოგუაძემ.


































































