ბიოლოგებმა მადაგასკარზე აღმოჩენილ უნიკალურ ახალ ობობას “დარვინის ობობა” – უწოდეს.
ახლახან იგი სპეციალური შესწავლის ობიექტიც გახდა.
მწერი ორმაგ რეკორდსმენად აღიარეს – აღმოჩნდა, რომ ობობებს შორის მისი ქსელი ყველაზე დიდია, – დაახლოებით 3 კვმ, მეორე რეკორდი კი ისაა, რომ თავის ძალიან მტკიცე ძაფს 25 მ მანძილზე “გამოისვრის”!
მეცნიერთა გამოკვლევით, “დარვინის ობობას” ძაფის სიმტკიცე სხვა ობობებისას სულ ცოტა, 10-ჯერ აღემატება და ზემტკიცე ქსოვილის დასამზადებლად უნიკალურ მასალას წარმოადგენს.