ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა მეცნიერებმა დაასახელეს კიბოს დაავადების გამომწვევი რამდენიმე საბავშვო ნუგბარის ჩამონათვალი.
ამ საშიში ჩამონათვალის სიაში მოხვდნენ გაზიანი სასმელები, ხილის ჟელატინები, ნამცხვრები პაკეტებში, ჩიპსები და კანფეტი M& Ms.
გამოკვლევების მონაცემებით ნამცხვრების შემადგენლობაში, რომლებიც პაკეტებში გამოდის, დიდი რაოდენობით არის სიმინდის სიროფი, რომელშიც მაღალია ნავთობისაგან დამზადებულ ქიმიკატ TBHQ-ს წილი. ექსპერიმენტის დროს ამ ნუგბარით ვირთხებს კვებავდნენ, რამაც მათი დაბრმავება, თირკმელის დაზიანება და პარალიჩი გამოიწვია.
კანფეტი M& Ms, როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, შოკოლადზე მეტ ქიმიკატს შეიცავს. ეს ზრდის ტვინის კიბოს გაჩენის შანსებს და მოსალოდნელია აგრეთვე დნმ-ის დაზიანება.
ჩიპსებში კი უმატებენ ხელოვნურ საღებავ Yellow 6-ს, რომელიც აგრეთვე ნავთობიდან მიიღება და ყველის არომატიზატორად გამოიყენება.