დასაკლავად შეძენილმა ღორმა 2 ადამიანი დაკბინა. შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორში მოხდა.
დაშავებულებს ნაკბენები ხელისა და მუცლის არეში აღენიშნებათ.
როგორც ერთ-ერთი დაშავებული ი.ც. “გურია ნიუსთან” საუბარში ჰყვება, ღორი სოფელ ბოჭორმაში შეიძინა, ხოლო, როცა სოფელში ჩაიყვანა, ღორი გაიქცა, დაჭერის მცდელობისას კი ის და მისი მეგობარი დაკბინა.
“ღორი დაკვლის მიზნით შევიძინეთ. როცა სოფელში ჩავიყვანეთ და მანქანიდან უნდა გადმოგვეყვანა, გაიქცა, დაჭერა ვცადეთ, რა დროსაც ორივეს გვიკბინა”, _ამბობს ის.