სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, 3 მაისს, თბილისში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართება.
დასაქმების ფორუმის მონაწილეებს აქტიურ ვაკანსიებს 20-მდე მსხვილი სავაჭრო და სადისტრიბუციო კომპანია შესთავაზებს. სამუშაოს მაძიებლები ვაკანსიებს ადგილზევე გაეცნობიან და პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირ კომუნიკაციას დაამყარებენ.
ღონისძიება თემქისა და სანზონის მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა გაბუნიას ინიციატივით იმართება და ძირითად სამიზნე ჯგუფს ამ რაიონში მცხოვრები სამუშაოს მაძიებლები წარმოადგენენ. თუმცა, ფორუმში მონაწილეობა შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
ფორუმის მიმდინარეობისას, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეებს დასაქმების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებს დეტალურად გააცნობენ.
ფორუმი 11:00 საათზე დაიწყება და 14:00 საათამდე გაგრძელდება. მისამართი: ქ. თბილისი; ჩარგლის ქუჩა #73.