ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პასუხობს პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას მის თანამდებობიდან წასვლის შესახებ და ამბობს, რომ ეს საკითხი ძმები ყარამანიშვილების გადასაწყვეტია.
“თუ გადაწყდება, რომ არ უნდა ვიყო “რუსთავი 2″-ის დირექტორი, დასაქმების პრობლემა არ მაქვს”, _ აცხადებს ნიკა გვარამია.
მისი თქმით, ძმებ ყარამანაშვილებთან ნორმალური ურთიერთობა აქვს და კომუნიკაციაც არსებობს.
ასევე, გვრამია არ ადასტურებს “რუსთავი 2”-ის თანამშრომლების ე.წ. ორ ნაწილად გაყოფას, თუმცა ამბობს, რომ რიგ საკითხებზე თანამშრომლებს განსხვავებული პოზიციები აქვთ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ტელეკომპანიის მფლობელები ძმები ყარამანიშვილები ნიკა გვარამიას “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორობის თანამდებობიდან გადაყენებას აპირებენ, მის შემცვლელად კი ნანუკა ჟორჟოლიანი ან ზაალ უდუმაშვილი მოიაზრება.





























































