ხაშურის შემოვლითი გზა გაიხსნა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, ადამიანებს დასავლეთ-აღმოსავლეთის ხაშურის გავლა აღარ მოუწევთ, რაც ხაშურელებს უსაფრთხოებას შეუქმნის და ასევე ეკოლოგიაზეც აისახება.
„აღმოსავლეთ-დასავლეთის 13 კმ-იანი მონაკვეთი დღეს გაიხსნა. ეს არის ხაშურის შემოვლითი გზა. 13 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლისგანაც 11 კმ არის 4 ზოლიანი, ხოლო 2 კმ დროებით არის 2 ზოლიანი. დასავლეთ-აღმოსავლეთის მაგისტრალზე ადამიანებს აღარ მოუწევთ ხაშურის გავლა. ეს არის ხაშურელებისთვის უსაფრთხოება. კატასტროფული ტრაფიკი და მოძრაობა იყო ხაშურში საცობებს თავი რომ დავანებოთ, მნიშვნელოვანია ეკოლოგია“,_ განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ წელს გაიხსნა ქუთაისის შემოვლითი გზა, ასევე ლანჩხუთი-ჯაპანას მონაკვეთიც.
პრემიერის თქმითვე, როგორც კი რიკოთი დასრულდება სულ სხვა ქვეყანას მივიღებთ.
„ხარისხობრივად მივიღებთ სულ სხვა ქვეყანას, ეს იქნება სულ სხვა მობილობა და როდესაც დასრულდება ბათუმის შემოვლითი გზაც, 2022 წელს სულ სხვა საქართველოში ვიცხოვრებთ“,_ განაცხადა გახარიამ.