10 დღის განმავლობაში დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება. მიზეზი მდინარე არაგვის ხიდზე მიმდინარე სამუშაოებია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა მიმართულება), მიმდინარეობს დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენის სამუშაოები. ამის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე 10 დღის განმავლობაში ერთ სამოძრაო ზოლზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე, მოძრაობა შეიზღუდება”,_ ამბობენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.