ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და ქარმა, მუნიციპალიტეტის სოფელები დააზარალა. ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყება წერს, რომ სტიქიამ მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებთან ერთად, სასოფლო – სამეურნეო სავარგულები დაუზიანა; დაზიანებულია ელექროსადენები და საყრდენი ბოძები, მოგლეჯილია ხეები, რამაც ჩახერგა საავტომობილო გზა.
უწყების ცნობითვე, “სტიქიის ზონაში იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურები, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის სპეცტექნიკა და სამაშველო სამსახური. ხვალ დილიდან კი მერიის მუდმივმოქმედი კომისის წევრები დაიწყებენ ზარალის შესწავლას”.
ყვარლის მუნიციპალიტეტში ძლიერმა სეტყვამ ვენახები დააზიანა. მარჯანიშვილის ქუჩაზე კი ძლიერმა ქარმა მრავალწლოვანი ხეები მოგლიჯა, რის გამოც, ავტომობილებით მოძრაობა დროებით შეფერხებულია.
ადგილზე სახანძრო – სამაშველო სამსახურები გზის გაწმენდით სამუშაოებს ასრულებენ. სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.