როგორც უკვე ვწერდით, ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სამტრედიაში.
„გურია ნიუსისთვის“ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
როგორც სამტრედიაში, კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ განაცხადეს, ავარიის შედეგად დაშავდნენ 31 და 39 წლის მამაკაცები.
მათივე ინფორმაციით, პაციენტებს ამ წუთებში უტარდებათ შესაბამისი კვლევები და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.































































