დასრულდება თუ არა ევროპის უკანასკნელი დიქტატორის 26 წლიანი მმართველობა? _ ეს კითხვა 9 აგვისტოს, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა. არჩევნებში ხუთი კანდიდატი მონაწილეობდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხმების 80,10% მიიღო, ხოლო მისმა მთვარმა მოწინააღმდეგემ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი 10.12% მიიღო. ამას ბელარუსი ხალხის პროტესტი მოჰყვა. სამართალდამცველებმა ქუჩაში გასულ დემოსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს.

ვინ არის ან როგორია ლუკაშენკოს პოლიტიკა?
ბელორუსში თავისუფალი სიტყვის, პრესისა და სამოქალაქო სექტორის დევნის და ბოლო ხუთი არადემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნების გამო, ლუკაშენკომ ევროპის უკანასკნელი დიქტატორის მეტსახელი დაიმსახურა. ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს, საერთაშრისო სადამკვირვებლო მისიები და ოპოზიცია არადამეკორატიული სტანდარტებით გამართულ არჩევნებად აფასებს.
აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არ აღიარებით და უკრაინის კრიზისში შუამავალის როლით, ბოლო წლებში ლუკაშენკომ დასავლეთში საკუთარი იმიჯი მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. თუმცა, წლევანდელი არჩევნების გამო მისი იმიჯი დასავლეთში მნშვნელოვნად დაზარალდა.
ლუკაშენკო მრავალი წლის განმავლობაში მოხერხებულად მანევრირებდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ბოლო პერიოდში კი მოსკოვთან ურთიერთობები საგრძნობლად დაიძაბა. 2018 წლის ბოლოს კრემლმა საკავშირო ინტეგრაციის გაღრმავება მოითხოვა და მინსკისთვის ფინანსური დახმარების გაცემა სწორედ 20 წლის წინ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესს მიაბა.
ალექსანდრე ლუკაშენკო პოსტ-საბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდა, რომელმაც პრეზიდენტის პოსტი 39 წლის ასაკში დაიკავა.
პირველი ინაუგურაციის დღეს ლუკაშენკომ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობისა და მაქსიმალური ღიაობის პირობა დადო, მაგრამ პირობა პირობად დარჩა.
გაუჩინარებული ოპოზიციონერები
ლუკაშენკოს გარკვეული დროის განმავლობაში ვიქტორ გონჩარი მეურვეობდა. იურისტი და ლუკაშენკოს კოლეგა პარლამენტში, მის პირველ საპრეზიდენტო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდა. მოგვიანებით ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახდა. გონჩარმა უკანონოდ ცნო 1996 წლის რეფერენდუმი, რომლის შედეგებითაც, ლუკაშენკომ საპრეზიდენტო უფლებამოსილება გაიფართოვა. რეფერენდუმის შემდეგ გონჩარი ოპოზიციაში გადავიდა და ლუკაშენკოს ყველაზე სერიოზულ კონკურენტად იქცა.
1999 წლის 16 სექტემბერს ვიქტორ გონჩარი, ბიზნესმენ ანატოლი კრასოვკისთან ერთად მინსკის ერთ-ერთი ქუჩიდან უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. დღემდე, ისინი დაკარგულებად მიიჩნევიან, გაუჩინარების შესახებ დაწყებული გამოძიება კი 2003 წელს შეწყდა.
იმავე წლის 7 მაისს, იგივე ბედი ეწია ლუკაშენკოს გუნდის ყოფილ წევრს, ოპოზიციის მხარეს გადასულ შინაგან საქმეთა მინისტრს, გენერალ იური ზახარენჩენკოს. 2000 წელს ლუკაშენკოს გაუჩინარებული მოწინაღმდეგეების სიაში აღმოჩნდა მისი ყოფილი ოპერატორი, დიმიტრი ზავადსკი. ზავადსკი ლუკაშენკოსთან მუშაობის შემდეგ ოპოზიციონერი ჟურნალისტის ჰაველ შერემიტის გუნდში აღმოჩნდა. მისი გაუჩინარებისა და მკვლელობის დეტალები ამ დროისთვისაც უცნობია.
თანამდებობის იმ პირთა მიმართ, ვინც ლუკაშენკოს პოლიტიკური ოპონენტების გაუჩინარებას უკავშირდება, ევროკავშირმა პირველად საქნციები 2004 წელს დააწესა. მას შემდეგ ამ პირთა მიმართ სანქციები პერიოდულად ხანგრძლივდება. ბოლოს ლუკაშენკოს გარემოცვის წევრთა მიმართ სანქციები 2019 წლის თებერვალში გაახანგრძლივეს.
დაუმარცხებელი კორუფცია

საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე თვეში, 1994 წლის დეკემბერში, ბელარუსული გაზეთები თეთრი ლაქებით (ცარიელი ადგილებით) დაიბეჭდა. მოვლენას წინ უსწრებდა, დეპუტატ სერგეი ანტონჩიკის გამოძიების დასკვნა, რომელიც პრეზიდენტის გარემოცვაში არსებულ კორუფციას ეხებოდა. ლუკაშენკომ გასცა ბრძანება ბეჭდვიდან ამოეღოთ მასალა.
თავის დროზე ლუკაშენკოს სახალხო პოპულარობა სწორედ, მის მიერ ქვეყნის პარლამენტში წარმოთქმულმა დასკვნამ მოუტანა, რომელიც, კორუფციასაც ეხებოდა. ამ დასკვნაში ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა, სტანისლავ შუშკევიჩმა სამუშაო ადგილიდან ლურსმნების ყუთი მოიპარა.
ბოლო წლების განმავლობაში ბელარუსში ანტიკორუფციული საქმეების ბუმია. ბელარუსის გენერალური პროკურორის ალექსანდრეე კონიუკის განცხადებით, ყოველწლიურად კორუფციული დანაშაულებისთვის სხვადასხვა თანამდებობის პირთა მიმართ, დაახლოებით, ათასამდე საქმე მიმდინარეობს.
თრანსპარენცყ Iნტერნატიონალ -ის მიერ წარმოებული კორუფციის ინდექსით, 2018 წელს ბელარუსმა 44 ქულა აიღო, ამდენივე ქულა აიღო იამაიკამ და სოლომონის კუნძულებმა. უფრო ცუდი ქულები აიღო უკრაინამ და რუსეთმა, 32 და 28 ქულა.
GAN Bუსინესს Aნტი-ჩორრუპტიონ Pორტალ-ის 2017 წლის ანგარიშში წერია, რომ კორუფცია ბელარუსის სახელისუფლებო წრეების ყველა დონეზე არსებობს.
სამოკავშირეო ჩიხი

ერთიანი საკავშირო სახელმწიფოს შექმნის შეთანხმებას ხელი ალექსანდრე ლუკაშენკომ და რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბორის ელცინმა 1999 წლის 8 დეკემბერს მოაწერეს. ერთიანი ვალუტისა და ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ შეთანხმება, ჯერ კიდევ არ არის რეალიზირებული. შექმნილია ერთიანი საპარლამენტო სტრუქტურები, თუმცა ანალიტიკოსების აზრით, საერთო უწყებები დემოკრატიულია და მოკავშირეებს შორის არსებული პრობლემების გადასაჭრელად ვერაფერს აკეთებს.
2018 წლის ბოლოს, მოსკოვმა ლუკაშენკოსგან ნაკისრი ვალდებულებების სწრაფი და ეფექტური აღსრულება მოითხოვა. მინისკისთვის ფინანსური დახმარების საკითხი კი, საკავშირო ინტეგრაციის შესრულების პროცესს დაუკავშირა. მინსკში, ძმური ინტეგრაციის სახით, რუსეთის სახლმწიფოში ბელარუსის სრულ ინკორპორირებას უფრთხიან.
პირველი პირის უსაფრთხოება
2001 წელს მინსკის მეტროში მომხდარ აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა. ლუკაშენკო აფეთქებულ სადგურზე შედეგების ლიკვიდაციამდე უმცროს შვილთან, კოლიასთან, ერთად ჩავიდა. მოგვიანებით ადგილზე გადაღებული სურათებიდან ლუკაშენკომ შვილის სურათების განადგურება ბრძანა.
ასევე, უშიშრად გაემართა ლუკაშენკო, ბელარუსის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე, რომელზეც თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. გამოძიებამ ინციდენტში დამნაშავე ორი პირი გამოავლინა. ელექტრიკოსებს ვლადისლავ კოვალიოვსა და დიმიტრი კონოვალოვს სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
აღსანიშნავია, რომ ბელარუსი ევროპის ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც სიკვდილით დასჯა არსებობს.
შეიარაღებული თავდასხმის შესახებ ლუკაშენკომ 1994 წლის არჩევნებამდე განაცხადა. ტელევიზიით აჩვენეს ლუკაშენკოს დაცხრილული ავტომობილი, თუმცა მოგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით დადგინდა, რომ შემთხვევა ინსცენირებული იყო.
დიქტატორის იმიჯთან დაპირისპირება

ბელარუსის პრეზიდენტი ,,სახალხო პრეზიდენტისთვის“ დამახასიათებელი და საჭირო სოც.მედია თუ სხვა სახის კონტენტის შექმნის ნამდვილი ოსტატია. მსგავსი მეთოდებით, ლუკაშენკო ცდილობს მისი, როგორც დიქტატორის, იმიჯს დაუპირისპირდეს.
სხვადასხვა დროს ლუკაშენკო საზამთროთი და სტაფილოთი გაუმასპინძლდა სტივენ სიგალს, ცელვას ასწავლიდა ჟერარ დეპარდიეს, რუს ჟურნალისტებს საკუთარ საქათმეს უჩვენებდა და 2001 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს აკორდეონზეც კი უკრავდა.
მინსკის შეთანხმებები

მთელი საპრეზიდენტო კარიერის განმავლობაში ლუკაშენკო მოხერხებულად ლავირებდა რუსეთსა და დასავლეთს შორის ყირიმის ანექსიისა და უკრაინის აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის ფონზე კიდევ უფრო გაიზარდა ბელარუსის, როგორც შუამავლისა და უპრობლემო რეგიონული პარტნიორის როლი.
2015 წლის თებერვალში, მინსკში ნორმანდიული ოთხეულის მონაწილეობით 16 საათიანი მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა დონბასში ვითარების დარეგულირებას ეხებოდა და მასში მონაწილეობა გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის პირველმა პირებმა მიიღეს. მას შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში პოლიტიკური და საომარი ვითარების განმუხტვის შეხვედრები მინსკში იმართება. ამ დროსითვის მინსკის შეხვედრები რუსეთისა და უკრაინის კონფლიქტის მოლაპარაკებების ერთადერთი პლატფორმაა. თუმცა, ამ ფორმატში პირველი შეხვედრის შემდეგ, ახალი შეთანხმებები არ შემდგარა.
ანალიტიკოსების აზრით, მინსკის და ლუკაშენკოს, როგორც შუამავლის როლი, ლუკაშენკოს პოლიტიკურ აქტივში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს.
რა ხდება დღეს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ
ბელარუსის ხელისუფლებამ, საპროტესტო ტალღის ჩასახშობად ძალოვნებს მოქმედების სრული თავისუფლება მისცა. სოციალურ ქსელში უამრავი ვიდეო ვრცელდება, რომლებშიც პოლიციელებისა და სპეცრაზმელების სისასტიკეა ასახული.
აქციების მეხუთე დღეს ცნობილი გახდა მეორე ადამიანის გარდაცვალების შესახებ. ქალაქ გომელში, პოლიციის მიერ მომიტინგეების დაკავების დროს 25 წლის მამაკაცი დაიღუპა. 18 აგვისტოს კი მესამე ადამიანი გარდაიცვალა.

მილიციელთა სისასტიკემ და არაადეკვატურმა ქცევამ მოსახლეობაში სოლიდარობის გრძნობა გააძლიერა. პროტესტის გამოსახატად ქუჩაში გამოსულ ხალხს ცნობილი ადამიანები უერთდებიან. პროტესტის ნიშნად თანამდებობები დატოვეს სამთავრობო ტელეარხების წამყვანებმა და სხვა ჟურნალისტებმა. გაიფიცნენ ექიმებიც და დაზარალებული ძალოვნების მკურნალობაზე უარს აცხადებენ.
მოსახლეობას უერთდება ჯარისჯაცები და პოლიციელები. სპეცდანიშნულების რაზმებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის შემდეგ, ხელისუფლების დახმარებაზე უარი თქვეს მილიციელებმაც.

გაეროს ინფორმაციით, 6000-ზე მეტი აქციის მონაწილეა დაკავებული. დაკავებულებს შორის აღმოჩნდა ცნობილი პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვიც. ორგანიზაცია ხელისუფლების მოქმედებებით შეშფოთებულია და პოლიციას არასრულწლოვნების მიმართ ძალადობაში ადანაშაულებს.
მიუხედავად განვითარებული მოვლენებია 65 წლის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დათმობას არ აპირებს. მისი განცხადებით, აქციის მონაწილეებს სახელმწიფო შესაბამის პასუხს გასცემს.
აქციები სახელწოდებით ,,ძლიერი ბელარუსი ლუკაშენკოს გარეშე“ ხუთი დღეა გრძელდება, რაც ხალხის მართვასა და ძალაუფლებას მიჩვეული ლიდერისთვის თავისტკივილად იქცა.
ბელარუსში განვითარებული მოვლენები დასავლელი ლიდერების ყურადღების გარეშე არ დარჩენილა და ისინი, ლუკაშენკოს რეჟიმს ძალადობის შეწყვეტისკენ, დაპატიმრებული დემოსტრანტების გათავისუფლებიკენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ. ასევე, დასავლეთის ქვეყნების ლიდერების მხრიდან, აქტიურად კეთდება განცხადებები ლუკაშენკოს რეჟიმისთვის სანქციების დაწესების შესახებ.
ლუკაშენკოს ძალაუფლება პირდაპირ და მთლიანად ეყრდნობა პოლიციის და ჯარის გამოყენებას, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.
ამ ფონზე, დასრულდება თუ არა ლუკაშენკოს, როგორც ,,ევროპაში უკანასკნელი დიქტატორის“ მმართველობა, გამოკვეთილი თუ გასული ლიდერის გარეშე, ეს დამოკიდებულია ერთის მხრივ – ბელარუსის ხალხზე, მეორე მხრივ – ევროპის, დასავლეთის რეაქციაზე და მათი სანქციების ეფექტურობაზე.
უფრო მეტად დამოკიდებულია, ბელარუს ხალხზე, თუ ამდენად წყურიათ მათ ევროპული ტიპის დემოკრატია, რადგან თავისი ნებით ლუკაშენკო ძალაუფლებას არ დათმობს.
ჩვენ, ისღა დაგვრჩენია, რომ ბელარუს ხალხს წარმატება ვუსურვოთ.
































































