დღეს ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანიის ინიციატივით (კომპანია CCEH ჰაიდრო) კომპანიის თანამშრომლები, გარემოს დაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წევრებთან, ჟურნალისტებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, კურორტ ბახმაროში დასუფთავების აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებმა დასუფთავების აქცია ჩოხატაურის ქუჩიდან დაიწყეს _ ისინი ასუფთავებენ გზისპირა ადგილებს საცხოვრებელი სახლების გასწვრივ და მიმდებარე ტერიტორიას. მიუხედავად იმისა, რომ აქ განთავსებულია ნაგვის ურნები, პერიოდულად დადის ნაგავშემკრები მანქანაც, დამსვენებლების მიერ რამდენიმე ადგილზე მაინც სტიქიური ნაგავსაყრელებია მოწყობილი. ეს კი, ღია საპირფარეშოებთან ერთად, ანტისანიტარიას ქმნის. სამწუხაროდ, დაბა ბახმაროში, ჯერჯერობით, საკანალიზაციო სისტემა არ არსებობს.
_ მართალია, ჩვენ დღის განმავლობაში მაქსიმუმს ვიღონებთ ამ ტერიტორიის დასასუფთავებლად, მაგრამ სახლებთან გამეფებული ანტისანიტარიის ლიკვიდირება მხოლოდ ჩვენი ერთდღიანი აქციის ფარგლებში, შეუძლებელია, _ გვითხრეს აქციის მონაწილეებმა.
[sexy_author_bio]