დღეს გურიაში, ზღვისპირა კურორტ ურეკში, გურიის სამხარეო ადმინისტრაციის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ერთობლივი ძალისხმევითა და მონაწილეობით, დასუფთავების აქცია ჩატარდა.
დასუფთავდა კურორტის ცენტრალური სივრცე, ზღვისპირა ზოლი. მიმდებარე ტერიტორიებზე გაკაფეს ეკალ-ბარდი. ხოლო ოზურგეთის მომსახურების ცენტრის თანამშრომლებმა კირ-ხსნარით შეათეთრეს გზისპირა მონაკვეთებზე მდებარე წიწვოვანები.
_ზღვის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, მონაწილეობა მივიღეთ დასუფთავების აქციაში. კერძოდ, დავასუფთავეთ ზღვისპირა ზოლი. ჩვენ, ასეთივე შემადგენლობით, პერიოდულად მივიღებთ მონაწილეობას ასეთ აქციებში, რათა ჩვენთან ჩამოსულ ტურისტებს და დამსვენებლებს სასიამოვნო განწყობის მიმნიჭებელი გარემო დახვდეთ. დღეს ურეკში ვართ, ხვალ კი ბახმაროში ვიქნებით და ასევე იქაც მოვაწყობთ დასუფთავების აქციას, – გვითხრა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში ზურაბ ნასარაიამ.
აქციაში მონაწილეობდნენ გუბერნიის, მერიის და საკრებულოს თანამშრომლები, დეპუტატები. ასევე მუნიციპალიტეტის მერი კოტე შარაშენიძე, მოადგილეებითურთ.