ავოკადო დაკარგული ძალების აღდგენას უწყობს ხელს. ის იმდენ ვიტამინსა და მინერალურ ნივთიერებას შეიცავს, რომ შეუძლია ადამიანის საკვებიც კი შეცვალოს.
ავოკადო საქართველოში დიდი ხანი არ არის, რაც შემოვიდა. ბევრს მისი შეძენა მხოლოდ ინტერესის გამო უნდა და არც კი იცის, რომ ის B1, B2, C, PP, K და P ვიტამინებს, კალციუმს, კალიუმს, ფოსფორსა და რკინას შეიცავს.
ასევე, ძალიან კალორიულია, კერძოდ, 100 გრამში 218 კილოკალორიაა. ასე რომ, ავოკადო კალორიულობის თვალსაზრისით, შეიძლება ხილის მეფედ ჩაითვალოს – უცხიმო ხორცს ორჯერ აღემატება. სისხლნაკლებობის, ათეროსკლეროზისა და გასტრიტის დროს მისწრებაა.
ძველ დროში ის ძლიერ აღმგზნებ საშუალებად მიაჩნდათ და ერიდებოდნენ კიდეც მის საკვებად გამოყენებას. ზოგიერთ ქვეყანაში კი, ამის გამო აკრძალეს კიდეც.
ავოკადო მდიდარია ზეთითაც. ის ზეთისხილის მსგავსად 30 პროცენტამდე ზეთს შეიცავს და ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ პროდუქტად მოიაზრება.