ფოთში უხვმა ნალექმა ქალაქის რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა- დატბორილია ქუჩები და ეზოები. ამასთან წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც შეაღწია. გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე მსუბუქ ავტომანქანებს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, წყალმა მათ საყოფაცხოვრები ნივთები დაუზიანა. წყლისგან ზიანი მიადგა ერთ-ერთ ყვავილების მაღაზიასაც, სადაც თითქმის ყველა ძვირადღირებული მცენარე განადგურდა.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ყველა შესაბამისი სამსახურები მობილიზებულია.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს დაზარალებული ოჯახების აღრიცხვა, რათა შესაძლებლობის ფარგლებში, მათ დახმარება გაეწიოთ.





























































