უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებამ გამოიწვია, გლობალურ პრობლემად იქცა, რადგან დაბინძურებული წყალი შავ ზღვაში ჩაედინება. სადაც წყალმა ნარჩენები ჩაიტანა და შესაძლოა, ინფექციის წყარო გახდეს.
როგორც ზელენსკი ამბობს, წყალმა ხერსონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შესაძლოა წყალდიდობამ კანალიზაცია, ნავთობი, ქიმიკატები და ცხოველების სამარხებიდან ჯილეხი წალეკა.
ჯილეხი, იგივე ციმბირის წყლული და ანტრაქსი, ცხოველებისა და ადამიანის მწვავე ბაქტერიული დაავადება, რომელსაც ჯილეხის ბაცილა იწვევს.
“წყალდიდობამ, კანალიზაცია, ნავთობ ქიმიკატები და შესაძლოა ცხოველების სამარხებიდან ჯილეხიც წალეკა. ჯილეხის, სულ მცირე, ორი სამარხი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რა ხდება იმ ადგილებზე, ჩვენ ჯერ არ ვიცით. საფრთხე 2 მილიონ ცოცხალ არსებას ემუქრება. დაბინძურებული წყლის გავრცელებასთან ერთად გაიზრდება გარემოს დაზიანების მაჩვენებელიც. წყალდიდობის ზონიდან, მოწამლული და დაბინძურებული წყალი მალევე ვრცელდება მიწისქვეშა წყლებში, იწამლება მდინარეები და შემდეგ შავი ზღვის აუზი. შესაბამისად, ეს არ ხდება სადმე სხვაგან, ეს პრობლემები მასშტაბურია და მთელს მსოფლიოს უკავშირდება,” – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, კახოვკის ჰესის აფეთქებისგან გამოწვეული შედეგი არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ მსოფლიოს დააზარალებს, რადგან ეს ყველაფერი არ ხდება სხვა ქვეყნებისგან იზოლირებულად – გარკეულწილად, ის მთელ მსოფლიოს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს რუსებებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს, წყალმა დასახლებების დატბორვა დაიწყო, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. წყლის დაღვრა საფრთხეს უქმნის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებასაც.
უკრაინელების განცხადებით, ნგრევა რუსი ოკუპანტების მიერ კაშხლის აფეთქებას მოჰყვა. თუმცა, მოსკოვის მტკიცებით, ჰესზე თავდასხმა უკრაინელებმა მოაწყვეს.
გავრცელებული კადრების მიხედვით, კაშხალთან წყალქვეშა აფეთქება მოხდა და ის სარაკეტო იერიშის შედეგად არ დანგრეულა.
ავტორი