გასულ შაბათ-კვირას რიგით მეოთხე TCR Eastern Europe-ის ეტაპი გაიმართა სლოვაკეთში. გარკვეული პრობლემების მიუხედავად, კვლავ ძალიან კარგად იასპარეზა ქართველმა მრბოლელმა დათა ქაჯაიამ. რომელმაც ამ ეტაპის შემდეგ საერთო ჩათვალაში მეორე ადგილზე აინაცვლა. საინტერესო დეტალია ისიც, რომ მას, როგორც წინა ეტაპის გამარჯვებულს რეგულაციების თანახმად +40 კილოთი დამძიმებული მანქანით მოუწია ორივე რბოლის ჩატარება.
რაც შეეხება ქრონოლოგიას. პარასკევის კვალიფიკაციაში ჩვენმა პილოტმა მე-5 საუკეთესო დრო აჩვენა. მიუხედავად ამისა, დათამ შეძლო შაბათის პირველი რბოლა საპოდიუმო ადგილზე დაესრულებინა. მან მე-3 ადგილი დაიკავა, თუმცა მოგვიანებით სარბოლო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მე-2 პოზიცია ჩაეთვალა. ხოლო რაც შეეხება დასკვით რბოლას, მე-7 პოზიციიდან აღებული სტარტის შემდეგ ქართველი მრბოლელი მე-3 მივიდა ფინიშზე.
როივე რბოლის გამარჯვებული, ადგილობრივი მატო ჰომოლა გახდა და სწორედ ის ლიდერობს საერთო ჩათვლასაც 154 ქულით. დავით ქაჯაია 113 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო მისი თანაგუნდელი, ასევე Honda Civic TCR FK7-ის პილოტი რენე კირჩერი ჩვენებურს 5 ქულით ჩამორჩება.
მთლიანი ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ ორი ჩეხური ეტაპია დარჩენილი. 5-6 აგვისტოს ქალაქი მოსტი იქნება მასპინძელი, 9-10 სექტემბერს კი ქალაქი ბრნო.
წარმატებებს ვუსურვებთ ქართველ მრბოლელს.
ავტორი