“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფომაციით, მან და მისმა მეგობრებმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციის თანამშრომელს და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
რესტორან “ილიკოს” მენეჯერის თქმით, რესტორნის ტერიტორიაზე ჩხუბს ადგილი არ ჰქონია. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირება სწორედ რესტორანში დაიწყო. ასევე, ჩხუბიც რესტორანში მოხდა.
ამ წუთებში დაზარალებული ბათუმში ექსპერტიზაზე იმყოფება.






























































