ცოტა ხნის წინ, დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დათუნია პადინგტონს პასპორტი მიანიჭა. ის პირველი გამოგონილი პერსონაჟია, ვინც ასეთი საბუთი მიიღო.
ფილმის „პადინგტონის თავგადასავლები 3“ პროდიუსერმა განმარტა, რომ სურათის გადამღებმა ჯგუფმა რამდენიმე თვის წინ, შესაბამის უწყებას კითხვით მიმართა, შესაძლებელია თუ არა ასეთი საბუთის მიღება.
„მოკრძალებული კითხვა“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დადებითად გადაწყვიტა. დამზადებულ პირადობის მოწმობაში მითითებულია, რომ პადინგტონ ბრაუნი დათვია, იქვეა მისი ფოტოც.
დათუნია პადინგტონის უკვე 60 წელზე მეტია ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პერსონაჟია. ის ლონდონში პერუდან მოხვდა.