ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში (ჭანიეთის თემი) ზურაბ ქავთარაძის ძროხა დათვმა დაგლიჯა.
_რამდენიმე დღე პირუტყვი შინ არ მოსულა. მარტო ეს ერთი ძროხა იყო სამეზობლოში, რომელიც დაიკარგა. ყველა ნერვიულობდა. მეწველი პირუტყვის დაკარგვა დღეს ოჯახის ყველაზე დიდი ზარალია. შუაღამისას ყველამ გაიგონა პირუტყვის განწირული ბღავილი და მხეცის ღრიალი. სამწუხაროდ, ვერ გადაარჩინეს. ქაქუთის ბოლო წერტილის გადაღმა უდაბური ტყეებია და დღისითაც ჭირს გავლა, არათუ ღამით, _ ამბობენ შეწუხებული მეზობლები.
ავტორი