მეტეოროლოგი – კობა ფარტენაძე უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ წერს.
“ზამთრის ბოლო დღეები საქართველოში ამინდის მხრის სადღესასწაულო იქნება.
ციკლონთან დაკავშირებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების მიერ წარმოქმნილი – ნაცრისფერი და ნალექიანი დღეები უკან მოვიტოვეთ.
ჩვენს დიდებულ ქვეყანაში ანტიციკლონური სიტუაციის ჩამოყალიბება – თბილ და მზიან დღეებს გვპირდება, რაც უკვე სახეზეა, საქართველოში ყველგან გამოიდარა.
კონკრეტულად 28 თებერვლის ჩათვლით:
დასავლეთ საქართველოში მზიანი ამინდები იქნება, დათბება ღამით +7, +9, დღისით +20, +22 გრადუსამდე.
ზეგ უკვე აღმოსავლეთში ჰაერი +16, +18 გრადუსამდე გათბება დღისით, ღამით კი ცოტათი ეციება მაგრამ ყინვა აღარ იქნება.
ასე, რომ დატკბით ამ მშვენიერი დღეებით, კალენდარულად ჯერ კიდევ ზამთარია, მაგრამ მარადიული გაზაფხული ჩვენს გულებში გაღვივებას იწყებს…
მეტეოროლოგი – კობა ფარტენაძე”