კორონავირუსმა კიდევ ერთი ოზურგეთელის სიცოცხლე შეიწირა, _ ამის შესახებ მედალფას კლინიკის დირექტორი დავით მდინარაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
“კიდევ ერთი წესიერი ქართველი ვაჟკაცი წაართვა ამ ვერაგმა ვირუსმა ოჯახს და ქვეყანას, მშვიდობით ჯანიკო, როგორ იბრძოდი და როგორ გვეგონა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მშვიდობით მეგობარო”.
თემურ (ჯანიკო) ზღულაძე ოზურგეთის სოციალური მომსახურების სააგენტოში მუშაობდა.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს თემურ ზღულაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს.