გერმანია თავის მოქალაქეებს ირანის დატოვებისკენ მოუწოდებს.
როგორც ცნობილია, ამის მიზეზი ირანში მიმდინარე საპროტესტი აქციებია.
“გერმანიის მოქალაქეებს ვთხოვთ დატოვონ ირანი. გერმანიის მოქალაქეებისთვის არსებობს თვითნებურად დაკავების, დაკითხვისა და ხანგრძლივი პატიმრობის მისჯის კონკრეტული რისკი. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ისინი, ვისაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს და არიან როგორც გერმანიის, ასევე ირანის მოქალაქეები”, – ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახლო წარსულში „აღმოჩნდა დიდი რაოდენობით უცხო ქვეყნის მოქალაქეების თვითნებური დაკავება“.
გერმანია-ირანის ურთიერთობები გაუარესდა ბოლო კვირების განმავლობაში, რადგან ბერლინმა მკაცრი პოზიცია დაიკავა ირანში საპროტესტო აქციების უსაფრთხოების ჩახშობის მიმართ.
ცნობისთვის, ირანში საპროტესტო აქციები სექტემბრის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობს. ხალხი ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდა, რაც 22 წლის მაჰსა ამინი ქვეყნის მორალურმა პოლიციამ დააკავა ისლამური ჩაცმულობის კოდექსის დარღვევისთვის და შემდეგ ციხეში გარდაიცვალა.