დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი, არჩილ მჟავია “გურია ნიუსთან საუბრის დროს ამბობს, რომ ამ წუთებში დაბა ლაითურში იმყოფებიან ა(ა)იპ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ეპიდემიოლოგები.
“დაწყებულია ეპიდემიოლოგიური კვლევა დაბა ლაითურში“, _ გვითხრა არჩილ მჟავიამ.
მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველო ადგილობრივ ეიპოდოგებთან ერთად ქვენობაში ტესტირებას ატარებენ. არჩილ მჟავიას ინფორმაციით, ტესტირება ჩაუტარდა ქვენობნის ყველა მცხოვრებს.