შინ არ რჩება, დედას მისდევს სამსახურში, პატარა „დაცვის უფროსია“, დათა შავიშვილი.
_ ასე მომყავს, არაფრით არ რჩება შინ. წამოსვლამდე საგანგებოდ „შეიარაღდება“ ხოლმე. კი იძახის „დაცვა“ ვარო, მაგრამ მოვიყვან თუ არა, მაშინვე ეძინება აქვე, კარებთან. ვხუმრობთ, რომ ასეთი „დაცვის უფროსი“ გვყავს, _ გვეუბნება დათას დედა ნათია ძნელაძე, რომელიც ოზურგეთში, სილამაზის სალონ „ლილეოს“ თანამშრომელია.
ჩვენც ფრთხილად ვეცადეთ, დილა მშვიდობის გვეთქვა, თუმცა, ჯეჯრჯერობით ძინავს, ბატონ დათას… ალბათ, თავად მოგვესალმება, როცა გაღვიძება მოეხასიათება. „დაცვის უფროსობაც“ ხომ თავისივე სურვილით „შეითავსა“.
ავტორი: მარინა ჩიხლაძე